კომპლექსის შესახებ

ფერმერული კომპლექსის საშუალო სულადობა 20 000 თავია

კომპანიაში  საჯიშე მასალა შემოტანილია დანიიდან და შედგება ლანდრასის, იორკშირისა და დიუროკის ჯიშის გოჭებისგან. ეს არის სპეციალური საბეკონე ჯიშები, რომლებიც ხასიათდება მჭლე ხორცის მაღალი შემცველობით უხეში ძარღვებისა და შემაერთებელი ქსოვილების ფენების გარეშე. ლანდრასი XX საუკუნის დასაწყისში იქნა გამოყვანილი და მსოფლიოში საბეკონე ტიპის გოჭების საუკეთესო ჯიშად მიიჩნევა.

რჩეული გენეტიკის 20 000-ზე მეტი გოჭის ყოლა კომპანიას საშუალებას აძლევს საქართველო TM "ქართული სახლი"-ის მარკის გემრიელი და ხარისხიანი ხორცით უზრუნველყოს.

ჩვენ საკუთარ კომბიკორმს ვიყენებთ

კვების პროცესში გამოყენებული მასალა სახელმწიფო ლაბორატორიებში და "ქართული სახლი"-ს საწარმოში ორსაფეხურიან ლაბორატორიულ კონტროლს გადის. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი გოჭები სწორად იკვებებიან, რადგან TM "ქართული სახლი"-ს ხორცის ხარისხი და საგემოვნო მახასიათებლები სწორედ ამაზეა დამოკიდებული.

ხორცის არომატი და ნაჯერი გემო კომბიკორმის შემადგენლობაში პროტეინისა და ნატურალური კომპონენტების მაღალი შემცველობით მიიღწევა. გოჭების ყოველდღიურ რაციონში ხორბალი, ქერი, სიმინდი, ვიტამინები, მიკროელემენტები და ამინომჟავები შედის. კვების მრავალდონიანი სისტემის წყალობით ხორცი ქონის მცირე ფენებით გამოდის.

ჩვენ ვაწარმოებთ გაგრილებულ ხორცს

TM "ქართული სახლი"-ს გაგრილებული ხორცი „დამწიფების“ პროცესს გადის. „დამწიფება“ - ესაა ახალი ხორცის შენახვისას ტემპერატურისა და ტენიანობის ფიქსირებულ მაჩვენებელზე შენარჩუნება. ამ პროცესის განმავლობაში მიდის ბუნებრივი ქიმიური რეაქცია, რომლის ხარჯზეც ხორცი რბილდება და სინაზესა და ცვრიანობას იძენს. ასეთი ხორცი შესანიშნავად იწვება ისე, რომ მთელ წვენს შიგნითვე ინარჩუნებს. ასევე, იდეალური მასალაა ხორციანი დელიკატესების წარმოებისთვის.

ჩვენი გოჭების ჯიშების ნარჩევი გენეტიკა, საკვების შემოწმებული რეცეპტურა, ჰიგიენის მაღალი დონის შენარჩუნება -"ქართული სახლი"-ს სავაჭრო ნიშნით გამოშვებული პროდუქციის მაღალი ხარისხის გარანტიაა.