ხორცპროდუქტების საწარმო

ხორცის 100%-იანი გარანტია.

სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, რომლებიც წარმოების პროცესის გაიაფების მიზნით უხარისხო ხორცს იყენებენ, კომპანია "ქართული სახლი" დაუღალავი მუშაობის განმავლობაში შექმნილ რეპუტაციას უფრთხილდება. საწარმოს შიგნით მეღორეობის კომპლექსისა და ხორცკომბინატის გაერთიანება, ასევე საკვები ბაზის არსებობა, ხორცპროდუქტების საკუთარი გაგრილებული ხორცით, დახურულ ციკლში წარმოების საშუალებას იძლევა.

ძეხვეულის ასორტიმენტი, Delicia-ს  სავაჭრო დასახელებით - ახალი ხორცით იწარმოება. ამიტომ ჩვენ არ გვჭირდება რეცეპტებში სანელებლებისა და დანამატების დიდი ოდენობით გამოყენება.

ნატურალურობის 100%-იანი გარანტია

Delicia-ს პროდუქცია მცირე ვადით, 5-დან  25 დღემდე ინახება, მაშინ როცა სხვა მწარმოებლები რამდენიმე თვიან ვადებს ადგენენ. შენახვის ხანგრძლივი ვადა კონსერვანტების მეშვეობით მიიღწევა, რომელთაც ჩვენ კატეგორიულად არ ვიყენებთ. ჩვენი ამოცანაა - მყიდველს ხარისხიანი პროდუქცია შევთავაზოთ, რომელიც არანაირ ეჭვს არ იწვევს.

გემოს 100%-იანი გარანტია

Delicia-ს ხორცის დელიკატესები იწარმოება მაღალი ხარისხის ღორის საბეკონე ჯიშებისგან Fressmann-ის გერმანულ დანადგარებზე. პროდუქცია ნატურალურ  ნახერხზე იბოლება, სწორედ ამიტომ ჩვენი წარმოების ხორცპროდუქტები გამორჩეული საგემოვნო თვისებებითა და სასიამოვნო არომატით ხასიათდება.

ჩვენ ვუშვებთ 30-ზე მეტი დასახელების ძეხვს, სოსისს, სარდელსა და დელიკატესებს. TM Delicia-ს ყოველი რეცეპტი - საუკეთესო საგემოვნო მიღწევებისა და ტრადიციების მტკიცე დაცვის მაგალითია.