კომპანიის შესახებ

Georgian natural,
fresh, products

Modern farm complex
in Bolnisi

20,000 livestock
of breeding pigs

 

შპს "ქართული სახლი" - მეღორეობის უმსხვილესი კომპლექსი კავკასიაში.

2013 წელს დაარსებული მეღორეობის კომპლექსი განლაგებულია ქალაქ ბოლნისის ეკოლოგიურად სუფთა რაიონში, სოფელ აკაურთაში. კომპლექსის საქმიანობას, საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველების გამოყვანის სფეროში წარმოების ორგანიზებისა და ტექნოლოგიის დონით, ანალოგი არ აქვს.

შპს "ქართული სახლი" შედის უკრაინულ აგრარულ ჰოლდინგში АCD უკრაინა, რომელსაც კომბიკორმის წარმოების ბაზარზე ლიდერის პოზიცია უჭირავს.

კომპანიის შემადგენლობაში შედის საღორე კომპლექსი, სასაკლაო, ხორცის კომბინატი.

შპს "ქართული სახლი"-ს საღორე კომპლექსი პროექტირებულია ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით. სანაშენო სამუშაო ორგანიზებულია დანიურ კომპანია Breeders-თან ერთად. გოჭების მოვლა და კვება ხორციელდება სანიტარულ ნორმებთან შესაბამისობაში და ადგილზევე კონტროლდება ვეტერინარების მიერ. ახალი, ცივი ხორცი გამოდის სავაჭრო ნიშნის "ქართული სახლი"-ს დასახელებით და ქვეყნის მოწინავე სავაჭრო ქსელებს, ბაზრებსა და რესტორნებს მიეწოდება.

საკლავი წარმოება მაღალტექნოლოგიურობით გამოირჩევა და სისუფთავის თვალსაზრისით საქართველოს პირველ სამეულში შედის. საკუთარი საჯიშე მეურნეობის მასალის გამოყენება კომპანიას საუკეთესო ხარისხისა და სიახლის გარანტირების საშუალებას აძლევს.

შპს "ქართული სახლი"-ს ხორცკომბინატი უშვებს ძეხვეულ პროდუქციასა და დელიკატესებს "ქართული სახლი"-ს სახელით ცივი ღორის ხორცისგან, Fressmann-ის გერმანული დანადგარების მეშვეობით. პროდუქცია იბოლება ნატურალურ  ნახერხზე, რის ხარჯზეც სასიამოვნო არომატსა და გამორჩეულ გემოს იძენს.

შპს "ქართული სახლი"-ს კომპლექსის შიგნით საწარმოების უწყვეტი ინტეგრაცია წარმოების მაღალი ნორმის შენარჩუნების, დაუყოვნებელი მიწოდების დანერგვისა და ასორტიმეტის გაფართოების საშუალებას იძლევა.

ჩამოტვირთეთ კატალოგი