ცხოველის შინაგან ორგანოს ღია ყავისფერი ან მოწითალო ყავისფერი შეფერილობა აქვს, ზედაპირი - მბრწყინავი და გლუვია, ის მკვრივია და არ შეიცავს ლიმფურ კვანძებს.
ღვიძლის მომზადების ბევრი ვარიაცია არსებობს - შეწვა, მოხარშვა, გამოცხობა. ღვიძლისგან მზადდება პაშტეტები, ღვეზელების შიგთავსი, ოლადები. ღვიძლმა სირბილე და სინაზე რომ შეინარჩუნოს, ის ზედმეტად არ უნდა შეწვათ და სწორად უნდა დაამუშავოთ, მაგალითად მომზადებამდე 3 საათით გააჩეროთ რძეში.
100 გრ პროდუქტის კვებითი ღირებულება: ცილები - არა უმცირეს 18,0 გრ, ცხიმები - არა უმეტეს 3,7 გრ
100 გრ პროდუქტის ენერგეტიკული ღირებულება: 106 კკალ