რეცეპტები

კანჭი გერმანულად

  • ღორის კანჭი - 1 ც,
  • მჟავე კომბოსტო - 1 კგ,
  • ზეითუნის ზეთი - 150 მლ,
  • მარილი, წიწაკა, სანელებლები - გემოვნებით.
.jpg

კანჭი გარეცხეთ, გააშრეთ ტილზე, გაუკეთეთ ჭრილები ჭადრაკულად, დააყარეთ მარილი, წიწაკა, შეაზილეთ სანელებლები (დაფნის ფოთოლი, რეჰანი, ოხრახუში, კამა) და გააჩერეთ მაცივარში ერთი დღე-ღამით. ცეცხლგამძლე ჭურჭელში ჩადეთ 1/3 კომბოსტო, დაადეთ ზემოთ კანჭი და დარჩენილი კომბოსტო. დაახურეთ ჭურჭელს სახურავი და შედგით წინასწარ გახურებულ ღუმელში შემდეგ ტემპერატურულ რეჟიმზე: 190 გრადუსი პირველი 30 წუთი, 210 გრადუსი შემდეგი 40 წუთი, 190 გრადუსი ბოლო ნახევარი საათი. აუცილებლობის შემთხვევაში ჩაამატეთ წყალი. მიირთვით ცხლად.