რეცეპტები

ჟულიენი თირკმელებით

  • ღორის თირკმელი - 300 გრ,
  • ლორი - 100 გრ,
  • სოკო (ქამა) – 200 გრ,
  • კეტჩუპი (ცხარე) – 2 სკ,
  • არაჟანი - 2 სკ,
  • რძე - 1 სკ,
  • ფქვილი - 1 ჩკ,
  • შავი წიწაკა (მარცვლები),
  • მიხაკი (ღერი) – 2 ც,
  • დაფნის ფოთოლი - 1 ც,
  • ხმელი ყველი (პარმეზანი) – 80 გრ,
  • ხახვი - 1 ც,
  • სოდა და მარილი გემოვნებით.
.jpg

ხანგრძლივი რეცხვის გარეშე თირკმლებისთვის სპეციფიური სუნის სწრაფი და ეფექტური მოშორების მეთოდი - გარეცხეთ, დაჭერით მსხვილ ნაჭრებად, ძალიან უხვად მოაყარეთ უბრალო საკვები სოდა და 40-50 წუთით გააჩერეთ. შემდეგ კარგად გარეცხეთ ხორცი გამდინარე წყალში, რათა სოდა მთლიანად მოშორდეს, დაასხით ცივი წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე. წყალი გადაღვარეთ, კიდევ ერთხელ გაავლეთ თირკმლები ცივი წყლის ნაკადში, ჩადეთ ქვაბში, კვლავ ცივი წყალი დაასხით, სანელებლები დაუმატეთ და მოხარშეთ საჭირო დონემდე.

მოხარშულ თირკმელს მოაშორეთ ცხიმი და დაჭერით თხელ ნაჭრებად. ლორი დაჭერით ზოლებად, ხახვი კი რგოლის თხელ მეოთხედებად. სოკოც ზოლებად უნდა დაიჭრას. თირკმელები მსუბუქად შეწვით და ჩაალაგეთ ჯამში. სოკო მოშუშეთ ხახვთან ერთად და დაუმატეთ ხორცს, აქვე ჩაყარეთ ლორის ნაჭრები.

კარგად აურიეთ არაჟანი, კეტჩუპი, ფქვილი და რძე, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი. დაასხით სოუსი ხორცსა და სოკოს და აურიეთ. ჩადეთ ეს მასა ჟულიენის ჩამჩებში და წვრილად გახეხილი ყველი მოაყარეთ.

შედგით ჩამჩები ცხელ ღუმელში (180 გრადუსზე) და გამოაცხვეთ.