რეცეპტები

სუპი ღორის კანჭით და ლობიოთი

  • ღორის კანჭი - 900 გრ,
  • ლობიო - 300 გრ,
  • ხახვი - 1 ც,
  • მაკარონი - 120 გრ,
  • მცენარეული ზეთი - 2 სკ,
  • მიხაკი (დაფქვილი) – 1 მწიკვი,
  • ხმელი ყველი - 90 გრ,
  • შავი დაფქვილი პილპილი, მარილი გემოვნებით, წყალი - 2 ლიტრი.
.jpg

ლობიო ერთი ღამით დაალბეთ ცივ წყალში.

ქვაბი ცივი წყლით დადგით ცეცხლზე, ჩადეთ წყალში წინასწარ გარეცხილი კანჭი, ლობიო და ხახვი.

მიიყვანეთ ადუღებამდე, მოხადეთ ქაფი და ხარშეთ დაბალ ტემპერატურაზე 1,5 სთ-ის განმავლობაში. ხარშვის დასრულებამდე 30 წუთით ადრე ჩაუმატეთ მარილი, წიწაკა და მიხაკი.

მზა კანჭი ამოიღეთ ბულიონიდან, მოაშორეთ რბილობი, წვრილად დაჭერით და ჩადეთ ხორცი უკან მდუღარე ბულიონში. დაუმატეთ მაკარონი და როდესაც ის მოიხარშება, გადმოდგით ცეცხლიდან (სუპი საკმაოდ სქელი უნდა გამოვიდეს). დააყარეთ გახეხილი ყველი და კარგად აურიეთ.