რეცეპტები

თირკმელები პიკანტურად

  • თირკმელები - 600 გრ,
  • დაკონსერვებული პომიდორი - 500 გრ,
  • კიტრის მარინადი - 300 გრ,
  • ხახვი - 2 ც,
  • ერბო - 4 სკ,
  • ნაღები -200 გრ,
  • რძე.
.jpg

დაჭერით თირკმელები, კარგად გარეცხეთ, მოაშორეთ კაფსულა, დაალბეთ რძეში მინიმუმ 1 საათი. დაჭერით კიტრის მარინადი ზოლებად, ხახვი კუბებად. პომიდორი დაჭერით მსხვილად, გამოაცალეთ წვენი (წვენი არ გადაღვაროთ, შემდეგ დაგჭირდებათ).

ერთი საათის შემდეგ გააშრეთ თირკმელები ქაღალდის ხელსახოცზე და დაჭერით მცირე ზომის ნაჭრებად.

ტაფაზე გაადნეთ ერბო, შეწვით თირკმელები სანამ მოყავისფრო-მოოქროსფრო შეფერილობას მიიღებს, გადადეთ ქვაბში, სადაც შემდეგ მოიშუშება. იგივე ტაფაზე მოშუშეთ ხახვი ოქროსფრამდე, დაუმატეთ კიტრი. შუშვისას ურიეთ 5 წუთის განმავლობაში. 

გადადეთ კიტრი და ხახვი თირკმელებიან ქვაბში, დაუმატეთ პომიდვრის წვენი და თავად პომიდორი. დააყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. დაასხით ნაღები, დადგით უთავსახუროდ მოსაშუშად საშუალო ტემპერატურაზე 10 წუთით, პერიოდულად ურიეთ.