რეცეპტები

ღორის კისრის მწვადი ალუბლის წვენში

  • ღორის ხორცი (კისრის ნაწილი) – 1 კგ,
  • ალუბლის წვენი - 200 მლ,
  • ხახვი - 200 გრ,
  • მარილი და შავი დაფქვილი წიწაკა - გემოვნებით.
  • კერძის გასაფორმებლად - მწვანილი, ბოსტნეული, ლიმონი, აჯიკა.
.jpg

კისრის ნაწილი ღორის ხორცის ყველაზე ნაზი ნაჭერია, რომელსაც ცხიმის თანაბარი ფენები აქვს. ვჭრით ხორცს, ვალაგებთ ემალირებულ ჯამში და ვუმატებთ ალუბლის წვენს, ხახვს, მარილსა და დაფქვილ წიწაკას. ყველაფერს ვურევთ და ცივ ადგილას, 4-5 საათის განმავლობაში ვაჩერებთ.

წამოაცვით ხორცი შამფურზე და გავარვარებულ ნახშირიან მაყალზე შეწვით. მზადების პროცესში აუცილებელია შამფურების ტრიალი, რათა ხორცი თანაბრად შეიწვას. თუ ხორცი დიდ ნაჭრებად არის დაჭრილი, ჯერ მაღალ ტემპერატურაზე დაიწყეთ წვა, რათა ფორები დაიკეტოს, შემდეგ ტემპერატურას დაუწიეთ და ხორცი შიგნით წვნიანი და რბილი დარჩება.

შემწვარი მწვადი მწვანილით, ბოსტნეულით, ლიმნითა და სურვილის შემთხვევაში აჯიკით შეგიძლიათ გააფორმოთ. მომზადების დრო 15-20 წუთი.