ხორცი დაჭერით მსხვილ ნაჭრებად. ხახვი გაფრცქვენით და მსხვილ რგოლებად დაჭერით. ღრმა ჭურჭელში ფენა-ფენა ჩაალაგეთ ხორცი და ხახვი ( ჭურჭელი უნდა იყოს ემალირებული, მინის ან თიხის).
დაასხით ხორცსა და ხახვს იოგურტი, დაუმატეთ დანაყილი ნიორი და შაქარი, დააყარეთ მარილი და პილპილი. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი, ილი, კვლიავი, ჯანჯაფილი, ქინძი - კარგად აურიეთ და დაახურეთ სახურავი. ხორცი მარინადში უნდა დარჩეს 3 საათის განმავლობაში.
წამოაცვით ხორცი შამფურებზე და შეწვით სასურველ დონეზე.